დეველოპერებს და კონტრაქტორებს
თქვენი შენობის საინჟინრო სისტემები — ერთი პასუხისმგებელი გუნდის ხელში
MEP პროექტი, კომპლექტაცია, მონტაჟი და ჩაბარება — სრული ციკლი „გასაღებით“. ვმუშაობთ გენერალურ კონტრაქტორთან ერთად, თქვენს გრაფიკში.
ჩვენი შეთავაზება
სრული საინჟინრო ციკლი — MEP „გასაღებით“
ერთი გუნდი, ერთი პასუხისმგებლობა: პროექტიდან ჩაბარებამდე.
პროექტირება
საკუთარი საპროექტო გუნდი ქმნის ობიექტის სრულ MEP პროექტს: მექანიკა, ელექტრო, წყალმომარაგება და კანალიზაცია.
კომპლექტაცია
ხარისხიანი მასალები და აღჭურვილობა, შერჩეული პროექტის მიხედვით.
მონტაჟი
სისტემების მონტაჟი პროექტისა და შეთანხმებული მოცულობის შესაბამისად.
გაშვება და ჩაბარება
გაშვება-გამართვა და სისტემების ჩაბარება „გასაღებით“.
რატომ VALE XXI
პროექტის შეფასებიდან განხორციელებამდე
საინჟინრო ანალიზი
პროექტის შემოწმება და დასაბუთებული ცვლილებები მშენებლობის დაწყებამდე.
ერთი გუნდი — სრული ციკლი
პროექტი, მასალები, მონტაჟი და ჩაბარება ერთ ხელში. ერთი კონტაქტი, ერთი პასუხი.
თქვენს გრაფიკში
ვმუშაობთ გენერალურ კონტრაქტორთან ერთად, საკუთარი გუნდით ობიექტზე.
Midea-ს საინჟინრო პარტნიორი
VRF, მულტისპლიტი, თბური ტუმბოები — სისტემა ობიექტის რეალურ ამოცანაზე.
მიმართულებები
რას ვაკეთებთ
MEP სისტემები
კლიმატი, გათბობა, ვენტილაცია, ელექტრო სისტემები, წყალმომარაგება, კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემა.
სახურავი და ჰიდროიზოლაცია
სახურავის პროექტირება და მოწყობა „გასაღებით“: ქანობი, თბოიზოლაცია, მემბრანა, წყალმიმღები ძაბრები.
სპეციალური სისტემები
გამწმენდი ნაგებობები GeoAqua, დღე-ღამეში 50 მ³-დან (KANN-ის აღჭურვილობაზე). მზის კოლექტორები ცხელი წყლისთვის.
ობიექტები
მცირე სახლიდან მრავალსართულიან კომპლექსამდე

„მეგობრობა“
5-სართულიანი ადმინისტრაციული შენობა. გათბობისა და კონდიცირების პროექტირება და მოწყობა: 4 Midea VRF სისტემა და 55 არხული შიდა ბლოკი.
ჯიქია, გამრეკელი, კალაუბანი
19, 8 და 10 სართული. ყველა შიდა სისტემა, სანიაღვრე სისტემის ჩათვლით.
Well House
გათბობა, წყალი, კანალიზაცია და ვენტილაცია, დაახლ. 20 000 მ². სახურავი 1 600 მ².
გამწმენდი ნაგებობები GeoAqua
KANN-ის აღჭურვილობაზე, პროექტირებიდან გაშვებამდე.
სათავო ოფისი
Midea მულტისპლიტი კასეტური ბლოკებით, გათბობა Ariston-ის ქვაბით.
ჩვენთან ერთად მუშაობენ
ჩვენი კლიენტების უმეტესობა VALE XXI-ს მეგობრებსა და პარტნიორებს ურჩევს.
ხშირად დასმული კითხვები
რას მოიცავს სამუშაო „გასაღებით“?
საინჟინრო სისტემების (MEP) პროექტირებას: გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება, წყალმომარაგება და კანალიზაცია. შემდეგ — კომპლექტაციას, მონტაჟს, გაშვება-გამართვას და სისტემების ჩაბარებას.
რომელ ეტაპზე ჯობია VALE XXI-ის ჩართვა?
პროექტირების ეტაპზე: ასე საინჟინრო გადაწყვეტილებები არქიტექტურასთან მშენებლობის დაწყებამდე თანხმდება. ვერთვებით მშენებლობის ეტაპზეც და მოქმედ ობიექტებზეც.
რა ტიპის ობიექტებზე მუშაობთ?
საცხოვრებელი შენობები 19 სართულამდე, ოფისები, სასტუმროები, საწარმოო ობიექტები და კერძო სახლები. კომპანიის ოფისი თბილისშია, საბურთალოზე.
რა აღჭურვილობას იყენებთ?
Midea-ს კლიმატურ სისტემებს: VALE XXI — მიდეას საინჟინრო პარტნიორი. GeoAqua-ს გამწმენდ ნაგებობებს KANN-ის აღჭურვილობაზე, წარმადობით დღე-ღამეში 50 მ³-დან.
რა გამოგიგზავნოთ პირველადი შეფასებისთვის?
ობიექტის ტიპი და მდებარეობა, სამუშაოების ეტაპი, გეგმა ან პროექტი, თუ გაქვთ, და თქვენი კითხვები.
შემდეგი ნაბიჯი
განვიხილოთ თქვენი პროექტი
პირველი განხილვისთვის გამოგვიგზავნეთ:
- ობიექტის ტიპი და მდებარეობა
- პროექტის ეტაპი
- გეგმა ან პროექტი, თუ გაქვთ
- საინჟინრო კითხვები ან ამოცანები
WhatsApp · [email protected]
ნუცუბიძის II პლატო · 10:00–19:00, 7 დღე
